საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016080
7
12/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
010260020.35.165.016080
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2013 წლის 12 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის  №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) ახორციელებს გამგეობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო საქმიანობის უზრუნველყოფას. მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას.".   

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახური შედგება ხუთი განყოფილებისგან:

ა) საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  განყოფილება;
დ) ადგილობრივი არქივის განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება.
3. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს "ქ" პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ქ) მოქალაქეების მიღებას და მათთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას; გამგეობაში შემოსული განცხადებების აღრიცხვას; შენობაში შესვლისათვის საშვთა დაშვების ორგანიზებას.".

4. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს "ვ" ;"ზ" და "თ" ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
ა) „ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას";
ბ) „ზ)  გამგეობის საქმიანობის ეფეტურობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დადგენილი წესით მათ წარდგენას"; 
გ) „თ) განყოფილებისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების და საჩივრების განხილვას".
5. დებულების  მე-8 მუხლს დაერქვას შემდეგი სახელი:

„ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება".

6. დებულებას დაემატოს 91 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

მუხლი  91. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება

მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; 
ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაადგილებას სატრანსპორტო საშუალებით; 
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეპაატა ბუზარიაშვილი