„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016079
6
12/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
010260020.35.165.016079
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2013 წლის 12 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:
1. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით“.

2. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა.ა) საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილებას;
ა.ბ) იურიდიულ განყოფილებას;
ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებას;
ა.დ) ადგილობრივი არქივის განყოფილებას;
ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილებას;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ადგილობრივი ფინანსების მართვის სამსახური,     რომელიც მოიცავს:
ბ.ა) საბიუჯეტო განყოფილებას;
ბ.ბ) ადგილობრივი ფინანსების მართვის განყოფილებას;
ბ.გ) შესყიდვების განყოფილებას;
გ) სოციალური სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ე.ა) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილებას;
ვ) არქიტექტურისა  და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; 
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) სარეზერვო განყოფილებას;
ზ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და გაწვევის განყოფილებას;
თ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეპაატა ბუზარიაშვილი