საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.017215
51
07/03/2013
ვებგვერდი, 12/03/2013
240110000.10.003.017215
საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2013 წლის 7 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდე­ქსის 103-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოში იმპორტი­რე­­ბუ­­ლი, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის  პირველი მარტი­დან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



                                                                                                                                                                      დანართი
საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი

 

    


 მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმო­ქცევის კოდექსის შესაბამისად შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვე­მ­დე­ბარებული ობიექტების (რეგულირებული სფერო) საქართველოში იმპო­რ­ტისას  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის განსაზღვრული „საქარ­თველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმე­დოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და  ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვ­ნე­ბუ­ლი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთა­ვსების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამი­სო­ბის შეფასება  ხორციელდება საქართველოში მიღებული შესაბამისი  ტექ­ნი­კური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცე­დუ­რების  თანახმად.

მუხლი 2.   ამ დანართის პირველი  მუხლით განსაზღვრული  შე­სა­ბა­მისობის შეფასების პროცედურებისგან განსხვავებული შესაბა­მი­სობის შე­ფასების პროცედურები შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ობიექტის ბაზა­რ­ზე განთავსებისას, რომელიც იმპორტირებულია ქვეყნიდან, რომელ­თანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმება და რომელიც ითვალისწინებს შესაბამისობის შეფასების შე­დე­გების აღიარების მექანიზმებს.

მუხლი 3.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  რეგუ­ლი­რე­­­ბულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიე­ქ­ტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქა­რ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს წა­რუ­დ­გინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვ­ნე­ბ­თან ამ ობიექტის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმე­ნ­ტი.