„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.038.016156
56
14/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
010120000.22.038.016156
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №56

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №222 ბრძანების (სსმ, 010120000.22.038.016084, 27/12/2011):

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა და აღრიცხვიანობა განახორციელოს ამ ბრძანებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ყველა მოთხოვნის დაცვით.“.

2. მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საბუთები საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ წარედგინება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“.

4. პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სახელზე წარადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.“.

5. პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეეების სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:“.

6. მეორე პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა

1. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს ცისფერ პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა 8,7სმX5,5სმ.

2. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებას;

გ) სამინისტროს ემბლემის გამოსახულებას;

დ) სტრუქტურული ერთეულის დასახელებას (გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილისა)

ე) საქართველოს სახელმწოფო დროშის გამოსახულებას;

ვ) საჯარო მოსამსახურის ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);

ზ) მოწმობის ნომერს;

თ) საჯარო მოსამსახურის სახელსა და გვარს;

ი) საჯარო მოსამსახურის სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) დაკავებულ თანამდებობას;

ლ) მინისტრის ხელმოწერას;

მ) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს აბრევიატურით „იტუ”;

ნ) საჯარო სამსახურის ბეჭედს, საინდენტიფიკაციო ნომრითა და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით;

ო) დამცავ წარწერას (ინგლისურ ენაზე აბრევიატურას – MCLA).

3. მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება მე-2 პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, ,,ზ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’ და „ლ” ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე.

4. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის ოვალი, რომელშიც ამოტვიფრულია ასონიშნები „იტუ“ (სიტყვების „იარაღის ტარების უფლება“ აბრევიატურა) და იგი გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი