გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
11/03/2013
ვებგვერდი, 13/03/2013
200230000.35.161.016120
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/03/2013 - 26/02/2014)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2013 წლის 11 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ,  ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარი ს ოდენობით, ხაზობრივი ნაგებობებისათვის თითოეულ გრძივ მეტრზე – 0.70 (სამოცდაათი თეთრი) ლარი ს ოდენობით (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 1 (ერთი) ლარი ს ოდენობით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი