„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016084
6
07/03/2013
ვებგვერდი, 15/03/2013
010260020.35.106.016084
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2013 წლის 7 მარტი

ქ.ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307104, 21.03.2011 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 – კ4 ქვეპუნქტები:

„კ1) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობაზე ნებართვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავება; მშენებლობის პროექტის შეთანხმება, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, შეთანხმება და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;

2) უზრუნველყოფს ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებების გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე,   მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;

3) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,   პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემა;

4) მშენებლობადამთავრებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;“:

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა)    მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს მათგან ინფორმაცია;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;

დ) აწარმოოს კონტროლი კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და  დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

ე)    დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;

ვ) აწარმოოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) უზრუნველყოს სამშენებლო კანონის დარღვევით აშენებული რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის მომზადება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;        

თ) უზრუნველყოს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმისწარმოების შემოწმების აქტის შედგენა, ასევე საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 26-ე, 43-ე-54-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

ი) უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ X თავით  გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

კ) ხმაურისა და დასუფთავების დამდგენი ნორმების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;

ლ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

მ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა-რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ნ) განახორციელოს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მისი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;

ჟ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2.    სამსახური ვალდებულია:

ა)    განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ბ)    განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

გ)    დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი წინასაარჩევნო აგიტაციის, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების (მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებები) გავრცელებაზე, პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე, სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; უზრუნველყოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საჭირო სანქციების გამოყენება;

ე)    განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და გამგებლის დავალებათა შესრულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;

ვ)    შეადგინოს პროექტი მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ)   აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;

თ) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ზედამხედველობის განყოფილება.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„81. ზედამხედველობის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა)    არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, წინადადებების შემუშავება დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, ასევე საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე;

ბ)    კონტროლის დაწესება სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვასა და (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) დასახლებებში დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ)    გარე რეკლამის განთავსებისთვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

დ)   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების,  გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების,  კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, კომუნალური მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ე)    უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენა და წინადადებების შემუშავება მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე;

ვ)    ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ზ)   მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;

თ)   გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;

ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობაზე ნებართვის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავება; წინადადების შემუშავება მშენებლობის პროექტის შესათანხმებლად, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, წინადადების მომზადება მათი შეთანხმებისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე;

კ)  საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 22 აპრილიდან.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა