დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016083 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №42, 22.10.2010წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016003) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“: |
ა)
მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დებს ხელშეკრულებებს გამარტივებული წესით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;“; |
ბ)
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; |
გ)
მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნებართვის გაცემა; ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე. “; |
დ)
მე-15 მუხლის 71 და 72 პუნქტები ამოღებულ იქნეს; |
ე)
V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება“; |
ვ)
მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამართლებრივი აქტები 1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესაბამისად. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და ამ საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა გამგებლის სამართლებრივი აქტი – გამგებლის ბრძანება. 3. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო (თანამდებობის პირი) განსაზღვრული არ არის, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე და გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. მუხლი 19. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება და არარად აღიარება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ აქტის გამომცემმა თანამდებობის პირმა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, შეუძლიათ: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; ბ) გამგებლის ბრძანებისა – გამგებელს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, შეუძლიათ თავად აქტის გამომცემ თანამდებობის პირს და სასამართლოს. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები შეიძლება არარა აქტად იქნეს აღიარებული მხოლოდ თავად აქტის გამომცემი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“; |
ზ)
22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტების, აგრეთვე სატიტულო ფურცლების ბლანკების ფორმები მტკიცდება საკრებულოს სამართლებრივი აქტებით.“. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
ა)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილება; |
ბ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის №7 დადგენილება. |
3.
დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 22 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები