დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250250.35.125.016071 |
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის, „დ“; „ვ“; „თ“; „ლ“; „მ“; „პ“; „რ“; „ქ“; „შ“; „ძ“; ქვეპუნქტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდეს დაგეგმარების განყოფილება. 4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.“ |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს გოდერძი ცნობილაძეს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები