„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016120
3
05/03/2013
ვებგვერდი, 12/03/2013
040030000.32.057.016120
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2013 წლის 5 მარტი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლი­კის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუ­ხია­ნიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №130 (22.392), 13.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

„მუხლი 6. სამხატვრო საბჭო

1. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს ანსამბლის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

2. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას და საქმიანობის წესს ბრძანებით განსაზღვ­რავს ანსამბლის დირექტორი. სამხატვრო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არანაკლებ 7 წევ­რით.

3. სამხატვრო საბჭოს 3 წევრს ირჩევს შემოქმედებითი კოლექტივი. სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და  დირექტორის მიერ  მოწვეული პირები.

4. ანსამბლის დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხატვრო საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

5. სამხატვრო საბჭო განიხილავს:

ა) ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების გეგმას;

ბ) ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობას და აძლევს შეფასებას მიღწეულ შედეგებს;

გ) კულტურის ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე