დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.35.107.016106 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება (სსმ, ვებგვერდი 21.10.10 წ.; 010.260.020.35.107.016.014):
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მობილიზაციის განყოფილება. 8. მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სამობილიზაციო მომზადებასა და საქმინაობის ორგანიზებას; ბ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთა შეტყობინების, შეკრების პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების, სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ-ფასეულობათა გადაცემის ორგანიზებას; გ) ადგილობრივი სამუშაო გეგმების დამუშავებას; დ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები