„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016102
4
07/03/2013
ვებგვერდი, 13/03/2013
010260020.35.107.016102
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

                                                                                          

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2013 წლის 7 მარტი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება (სსმ, ვებგვერდი, 21.10.10 წ.; 010.260.020.35.107.016.006):

1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ე) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;

ვ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ზ) სპორტისა და ახლგაზდობის საქმეთა სამსახური;

თ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;

ი) ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;

კ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ლ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა