საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016077
10
06/03/2013
ვებგვერდი, 07/03/2013
010240020.15.008.016077
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10

2013 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 1851 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირი ამომრჩევლად რეგისტრირდება შესაბამის საარჩევნო ოლქში (ნაძალადევი, ბაღდათი, სამტრედია) მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე