დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/03/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.040.040.05.001.001.041 |
საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წელი, №25(32), მუხ.124) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„ბავშვთა კავშირში გაწევრიანებისა და წესდებით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 7 წლის ასაკიდან, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 თებერვალი
№1306-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები