ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016118
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
04/03/2013
ვებგვერდი, 11/03/2013
010250050.35.128.016118
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2013 - 02/09/2014)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2013 წლის 4 მარტი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის   სამსახურის დებულება (დანართი №1).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი



დანართი №1

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

                                                                                        


მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას.
2. .სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულების პროექტს გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“.
4. . სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელის დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.

მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების  შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან (საავადმყოფო,პოლიკლინიკა, სოფლის ამბულატორიები და ა.შ.) ურთიერთთანამშრომლობა.
დ) მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების  ან შეწყვეტის მოთხოვნით;
ე) ე)შეიმუშაოს წინადადებები და დასკვნები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკურნალო–პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო-სააღმზრდელო და სხვა დაწესებულებების მონიტორინგი სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით:
ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია,  საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახური აერთიანებს:
ა) სამსახურის უფროსს;
ბ) მთავარ სპეციალისტს;
გ) წამყვან სპეციალისტს.
5. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის  ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.