„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.145.016038
5
04/03/2013
ვებგვერდი, 13/03/2013
280120000.35.145.016038
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 4 მარტი

ქ. გორი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 01)“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 02)“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 03)“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე