ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს #17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს #17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.128.016113
2
04/03/2013
ვებგვერდი, 11/03/2013
010260020.35.128.016113
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს #17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 4 მარტი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ' ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად შეტანილ  იქნეს ცვლილება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ’’(  საქართველოს   საკანონმდებლო მაცნე №14 . 2010 წლის 19 აგვისტო  მუხლი 348) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“.
1.
  1. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი“.

2.
  1. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ე“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  ჯანმრთელობის დაცვის სამსახური“.

3.
  1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს „ი“ და  ,,კ“ ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.

კ) სოციალური დაცვის სამსახური.

4.
  1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა, გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“

5.
  1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების  შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ– ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სოფლის  ამბულატორიები და ა.შ.) ურთიერთთანამშრომლობა.'

6.
  1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლს დაემატოს მე-9-ე და  მე-10 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება და განხორციელება, ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენა და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენა, ტენდერებისა და კანონით დადგენილი სხვა სამუშაოების ორგანიზება, შესყიდვების პროცესების უზრუნველსაყოფად შესყიდვის ხელშეკრულების პროექტების მომზადება, კონტროლის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში  მომწოდებლის შერჩევის უზრუნველყოფა.

  1.   სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებწინადადებების მომზადება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა,  იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა,  სამზრუნველო ქსელის განვითარება,  შრომითი მოწყობისა  და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ  პროგრამათა განხორციელება,  ღონისძიებათა  დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების  შესაქმნელად. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი