პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016075
8
04/03/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
010240020.15.008.016075
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8

2013 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში შემავალ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ:

ა) პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/საინიციატივო ჯგუფმა არ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი  იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც არჩევნები იმართება;

ბ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი  პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი, სადაც  არჩევნები იმართება;

გ) გაუქმდა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია, სადაც არჩევნები იმართება;

დ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი;

ე) გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლებამოსილება უწყდებათ ამ სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში შემავალ საარჩევნო კომისიებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე