დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016076 |
9
04/03/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
010240020.15.008.016076
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, ზემოხსენებული საარჩევნო ოლქების იმ ამომრჩეველთათვის, რომელთა რეგისტრაციაც გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, დადგინდეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესი:
ა) ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ კეთდება განსხვავებული ჩანაწერი − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“; ბ) ამ მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლები შუალედურ არჩევნებში ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთი ამომრჩევლები საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილ და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ამომრჩეველთა სიების ვერსიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები