მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016162
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
04/03/2013
ვებგვერდი, 12/03/2013
010260020.35.153.016162
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2013 - 02/02/2018)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2013 წლის 4 მარტი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №10 დადგენილება (სსმ.010260020.35.153.016150. 12/02/2013.)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი



დანართი 1
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის

დებულება


ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებასა და უზრუნველყოფას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზებას.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციასა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

1.2. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

1.3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

1.4. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანის შტამპი და წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვიდან მოხსნის შტამპი, რომელსაც იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

1.5. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური”.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.

2.1. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილებაში საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

ბ) რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი
 სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.

3.1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3.2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3.3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.


მუხლი 4. სამსახურის განყოფილების უფროსი
სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.

4.1. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;

დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4.3. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.


მუხლი 5. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების კომპეტენცია
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.

5.1. განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;

ბ) გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტზე წარდგენას;

გ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

დ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

ე) მოქალაქეთა (წვევამდელთა) ზუსტ აღრიცხვას და გაწვევას სამხედრო სავალდებულო სამსახურში;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების

მიმდინარეობისა და სასწავლო დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო-სააღრიცხვო კომისიების მუშაობის ორგანიზებას;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 


მუხლი 6. რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევისა განყოფილება
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.

6.1. განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა) გაწვევის ორგანიზებას;

ბ) გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენას;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


მუხლი 7. დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.