„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017211
47
01/03/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
040030000.10.003.017211
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2013 წლის 1 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში (სსმ,25/12/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.     დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

2.     დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანდართული დებულება.“.

3.     დადგენილებით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ (შემდგომში – ცენტ­­რი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რო­მე­ლიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის – სა­ინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულების შესაბამისად.

2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართვე­ლოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შე­სახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სა­მარ­თლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლება­მოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) როგორც საქა­რთ­ველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინ­გოროყვას ქუჩა №7.

მუხლი 2. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები

1.     ცენტრის მიზნები და ფუნქციებია:

ა) ზოგადი მიზნები და ფუნქციებია:

ა.ა) ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება;

ა.ბ) საქართველოს ნატოსა და  ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა;

ა.გ) ფართო საზოგადოების უზრუნველყოფა ნატოსა და ევროკავშირის შესა­ხებ ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით;

ბ) კონკრეტული მიზნები და ფუნქციებია:

ბ.ა) საქართველოსა და ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერ­თო­ბების გაღრმავების ხელშეწყობა;

ბ.ბ) მოსახლეობის ინფორმირება ნატო-საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ;

ბ.გ) საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა;

ბ.დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე პოლი­ტი­კური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;

ბ.ე) ევროკავშირის პოლიტიკის, მიზნებისა და ინსტიტუტების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ბ.ვ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდი­ნარეობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;

ბ.ზ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის საქმია­ნობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;

ბ.თ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;

ბ.ი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება ევროპის დღის აღნიშვნის მიზნით;

ბ.კ)  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავში­რებული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უახლესი ინფორ­­მაციის მიწოდება;

ბ.ლ) საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერება ქვეყ­ნის საგარეო პოლიტიკის ამოცა­ნებსა და პრიორიტეტებში;

2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად ცენტრი:

ა) აწყობს ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამო­ფენებს, კონკურ­სებს, ტრენინგებს, კინო და ვიდეოჩვენებებს, კონფე­რენ­ციებსა და სემინარებს;

ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალას სა­ქართველო-ნატოსა და საქართველო –  ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ ღონის­ძი­ე­ბებში სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზა­ცი­­ა­თა წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პი­რის მონაწილეობას;

დ) მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას ნატოსა და   ევრო­კავშირის სა­მეცნიერო პროგრამების შესახებ;

ე) საკუთარი ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სა­ტელე­ფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დე­ტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატოსა და ევროკავშირთან დაკავში­რე­ბულ საკითხებზე;

ვ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილე­ბასთან, ინფორმაციის  მიღებისა  და  რეგულარულად განახ­ლების მიზნით თანამშრომლობს სხვა ქვეყნებში არსებულ ორგანი­ზაციებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ანალოგი­უ­რი საქმიანობით;

ზ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტში და სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებთან;

თ) ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს;

ი) ამზადებს და ავრცელებს ატრიბუტიკას ნატო-საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს სიმბოლიკით.

მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგ­ლებ­­ში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობისათვის, ასევე ცენტრის საკუთ­რე­ბაში არ­სებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზ­­ნობ­რივი ხარჯვისათვის.

3. დირექტორი:

ა) ახორციელებს ცენტრის მართვასა და წარმომად­გენ­ლობას;

ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძი­რი­თად მიმართულებებს;

გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნე­ლოვან საკითხებთან დაკავშირებით;

დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდი­ნაციას უწევს მათ თანამშრომლობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მი­ნისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენ­ტ­რის სახსრებსა და ქონებას;

 ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მი­ნისტრ­თან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;

ზ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, თანამდე­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახა­ლისების საკითხებს;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებ­რივი მოვალეობების შესრულებას;

ი) სახელმწიფო მინისტრს ყოველწლიურად დასამტკი­ცებ­ლად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმი­ანობის შესახებ;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიც­ხ­ვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება­მოსი­ლებას.

4. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

 5. დირექტორის მოადგილე:

ა) დირექტორის დავალებით მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის  მოვალეო­ბებს;

ბ) დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობს ცენტრის საქმია­ნო­ბის გარკვეულ სფეროებს.

6. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დააარსოს ფილიალები.

მუხლი 4. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ გაწეული   ფინანსური დახმარება;

გ) გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავ­ლები.

2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავ­ლების გამოყენება სხვა მიზნით, გარდა ამ დებუ­ლებით განსა­ზ­ღვ­რული მიზნებისა და ამოცანების გან­ხორცი­ელებისა.

მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშ­გება

1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხ­ვა-ანგა­რიშ­­­გებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტ­კი­ცებ­ლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო მი­ნისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანო­ბისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედვე­ლობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სა­ხელმწიფო მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენ­ტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკო­ნო­მი­კურ საქმიანობას.

3. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სახელმ­წიფო მი­ნის­ტ­რი.

5. ცენტრმა სახელმწიფო მინისტრის თანხმობითა და კა­ნო­ნით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსა­ზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებას­თან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმი­ანობის ფარგლებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. ცვლილების შეტანის წესი

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი