დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.017208 |
|
,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლის: ა) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,32. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ამ ფონდის შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) მცხოვრები ბენეფიციარების შესახებ.“; ბ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,35. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ყოველთვიურად, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები ამ ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“: ა) მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,გ“, ,,გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ბავშვები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; გ1) სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) მცხოვრები ბენეფიციარები; გ2) სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები ;“. ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის ,,ა.ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ბ1) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) ადგილმდებარეობა;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშირისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს სამედიცინო რაიონების (დანართი №4) მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესს. ასევე, უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებებს.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით: დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ალუდა გოგლიჩიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე მამუკა ქაცარავა – ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ლაშა ჯუღელი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რევაზ მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“; დ) მე-2 მუხლს დაემატოს 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „12. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომებზე, თუ სხდომას ესწრება უწყებათაშირისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 13. უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა.“; ე) მე-6 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „3. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევებში, განიხილოს წინადადებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები სადაზღვევო ვაუჩერის პირობების, სადაზღვევო პერიოდის, დაზღვეული პირების ჩართვისა და დაზღვევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ამ დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებებს. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან ამ მუხლით გათვალისწინებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განსახილვისა და მიღების უზრუნველსაყოფად.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები