„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016169
196
18/03/2013
ვებგვერდი, 18/03/2013
010320040.22.026.016169
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №196

2013 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008წ., №75, მუხლი 819) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. მინისტრის მოადგილის თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)   ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ე) ოფიციალურ კორესპონდენციასთან (ოფიციალური წერილები, მემორანდუმები,  ანგარიშები) მუშაობის გამოცდილება.”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ნორმატიულ აქტებზე, საერთაშორისო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე მუშაობის, აგრეთვე სასამართლო დავებში მონაწილეობის  გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე)  ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) “საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ზ) “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.თ) “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ი) ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

დ.მ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

დ.ნ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ.ო) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.პ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონი;

დ.ჟ) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის საერთაშორისო კონვენცია;

დ.რ) “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის N119 ბრძანებულება;

დ.ს) ”სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე”  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულება;

ე) ინგლისური ენის (სასურველია სხვა უცხო ენ(ებ)ის ) ცოდნა;

ვ)  კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”.

3. მე-12 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2 . დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

 ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

 გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის გამოცდილება;

 დ) სასურველია  ინგლისური ენის ცოდნა;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება.

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”.

3. დეპარტმენტის მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი:

 ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება:

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

 გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის გამოცდილება;

 დ)  ინგლისური ენის ცოდნა;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება.

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

 4. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე :

 ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2  წლის გამოცდილება;

 გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ”საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება.

 ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკურ, ბიზნეს ადმინისტრირების,  ფინანსების მენეჯმენტის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და ანგარიშებზე მუშაობის გამოცდილება.”.

დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა);

ვ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ვ.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

ვ.გ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანება;

ვ.დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება;

ვ.ე) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ 2002 წლის 31 დეკემბრის  №439 ბრძანება;

ვ.ვ) „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის  № 547 ბრძანება;

ვ.ზ) „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის №225 ბრძანება;

ვ.თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ვ.ი) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;

ვ.კ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება ;

ვ.ლ) „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება;

ვ.მ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის, MS Excel უმაღლეს დონეზე ფლობა).

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარატმენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული  მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკური ან/და სამართალის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი); 

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 4  წელი შესაბამის სფეროში;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის გამოცდილება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა);

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

ვ) თემატიკა:

ვ.ა) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

ვ.ბ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.

ზ) სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.”.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული  მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკური ან/და სამართალის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3  წელი შესაბამის სფეროში;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე  მუშაობის გამოცდილება;

 დ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა);

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

ვ) თემატიკა:

ვ.ა) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

ვ.ბ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.

ზ) სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.”.

7. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული  მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკური ან/და სამართალის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი); 

ბ) სამუშაო გამოცდილება 2  წელი შესაბამის სფეროში;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ)კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

ე) თემატიკა:

ე.ა) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

ე.ბ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.

ვ) სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.”.

8. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. თავდაცვის დაგეგმვის  სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული  მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკური ან/და სამართალის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

ბ) ინგლისური ენის ცოდნა;

გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

დ) თემატიკა:

დ.ა) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

დ.ბ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა.”.

9. მე-15 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული  მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკური ან/და სამართალის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

 ბ) სამუშაო გამოცდილება 2  წელი შესაბამის სფეროში;

 გ) ინგლისური ენის ცოდნა;

 დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

 ე) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

 ვ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა;

ზ) სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;

 თ) პროექტების მართვის გამოცდილება.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე