დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 04/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.170.000.05.001.003.204 |
საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო) – ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ასევე „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი ფიზიკური პირი, რომლებიც დადგენილი პროცედურების მეშვეობით აფასებენ პროდუქციის შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ან ნებაყოფლობით სტანდარტებთან და გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს;“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. აკრედიტაციის ფარგლები
აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, და ფიზიკური პირების აკრედიტაციას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 18 ივნისი.
№28–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები