დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.132.016160 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. 1. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით. 2. საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერის წარდგინებით. 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მიეკუთვნება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას (გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, როგორც მერიის, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უშულო უფლებამოსილება (მათ შორის საფინანსო დოკუმენტაციის ხელმოწერაზე) გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მერიის დებულებით) დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. 4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჩანაწერებსა (სამართლებრივ ნორმებსა) და მის ამოქმედებამდე მიღებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს) შორის კოლიზიის (წინააღმდეგობის) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს). |
| მუხლი 3 |
1. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლა არ იწვევს ქალაქ ბათუმის მერის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას;
2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დადგენილებით განისაზღვრა, როგორც ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიას ან/და მერიის შესაბამის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად. 3. ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები