„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016259
1-1/50
28/02/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
040030000.22.024.016259
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/50

2013 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110418035, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ჰ 49“ და „ჰ 50“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ49) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარება, აღიარების სერტიფიკატის გაცემა:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში - 500 ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში - 700 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს - 100 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს - 150 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს - 500 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს - 700 ლარი.

50) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ყოველწლიური მონიტორინგის და ზედამხედველობის საფასური - 100 ლარი;“

2. ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71) თუ საკრუინგო კომპანია ნებაყოფლობით გაივლის საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების აუდიტს, რომელიც ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოსთვის ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილზე უფრო მაღალი სტანდარტით, სააგენტო აღიარებს საკლასიფიკაციო საზოგადოების აუდიტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს და ავტომატურად აღიარებს საკრუინგო კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის 1-ლი პუნტქის „ჰ49“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური არ გადაიხდევინება.“

3. ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „72“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „72) სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს, რომელსაც გადახდილი აქვს მომსახურების საფასური, თუმცა სურს იგივე მომსახურება მიიღოს დაჩქარებული სახით, უფლება აქვს უკვე გადახდილ საფასურს დაამატოს სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დაჩქარებულ მომსახურებაზე დადგენილ განაკვეთს შორის, საბანკო მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი