დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.106.016080 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
1.
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 120103033, 06.04.2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.106.016063) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-3, 31 და მე-5 ნაწილის, 204-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) სახნავისა (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის - 76 ლარი; ბ) ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბებისთვის - 20 ლარი; გ) ბუნებრივი და გაკულტურებული საძოვრებისთვის - 16 ლარი.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
2.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები