სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016118
3
27/02/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
010260020.35.108.016118
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 27 თებრევალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის  დამატებითი (მინიმალური და სპეციალური) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

   ა) მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:

   ა.ა) უმაღლესი განათლება;

   ა.ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

   ა.გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.

   ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:

   გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის უნარი.

   გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები  პროფესიული  უნარების სფეროში:

   გ.ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);

   გ.ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი  მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილების, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი).

   დ) სპეციალური მოთხოვნები:

   დ.ა) კომუნიკაციის უნარი;

   დ.ბ) ანალიტიკური აზროვნება;

   დ.გ) მართვის უნარი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა



 

დანართი 1

 

საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:


1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
4. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
5. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
6. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
8. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.