„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016079
9
27/02/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
010260020.35.137.016079
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2013 წლის 27 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №22 დადგენილებით (სსმ V, №29, 24.09.2010.)  დამტკიცებულ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის  დებულებაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:  

ა)  დებულების მე-2 მუხლის (სამსახურის სტრუქტურა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;

გ)  სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;

დ) წამყვანი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;

 ე) წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის  საკითხებში;

ვ) სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის  საკითხებში;

ზ) მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციის, გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

თ) სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  საკითხებში;

ი) სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში.“

ბ)  მე-3 მუხლის (სამსახურის მოხელეთა ფუნქციები) მე-2 პუნქტი დასათაურდეს შემდეგნაირად:

,,2. მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტი) მშენებლობისა და სივრცით მოწყობის საკითხებში უზრუნველყოფს:“

გ)  ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის (სამსახურის მოხელეთა ფუნქციები) მე-7 პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე