წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016112
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
27/02/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
200140030.35.104.016112
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2013 - 25/04/2013)

 

                                                                                   

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის N603 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშ-ნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 იანვრის N2 დადგენილება (სსმ, 07/02/2012,   სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.104.016079).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია



დანართი N1
 

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.


1.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი / შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn= IMG x I TL x C x K         სადაც:
ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის   

           ნორმატიული ფასი.

ბ) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის   

           ნორმატიული ფასი.

გ) I TL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1–ს /რადგან წალენ– 

           ჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/;

დ) C– არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 

        დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

ე) K –არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნე– 

        ლობა უდრის 100–ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების  1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი 

   განისაზღვროს: 

 

IMG

I TL

C

K

Cn  /ლარი/

0.37

1

0.24

100

8.88

       

ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით / 4.44 ლარი/.
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით / 4.44 ლარი/.
დ) წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.  რადიუსში (ორივე მხარეს)   მდებარე არეალში – ამ დადგენილების  მე–2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით / 4.80 ლარი/;
ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N55 ბრძანებით  განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის    რადიუსში /თითოეულ მხარეს/ –– ამ დადგენილების მე–2 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით / 4.80 ლარი/;
ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში ––  ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილი ფასის 80%–ის ოდენობით  / 7.10 ლარი/.