დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016137 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2013 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილ იქნა ცვლილება .
კერძოდ ცვლილება აისახა ხარჯვით ნაწილზე შემდეგნაირად. მცირდება 15,0 ათასი ლარით საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და წყალმომარაგების ხარჯი და შესაბამისად იზრდება აიპი დასუფთავების სუბსიდია 15,0 ათასი ლარით. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში(სსმ.04/01/2013. 190020020.35.119.016130) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება.
დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I ხონის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 4981,4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები 90 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები 4801,4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 90 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
|
მუხლი 8.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 00000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 000000 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
მუხლი 11.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
2. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება |
მუხლი 12.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 150.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა)„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 52,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 113.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.საბიუჯეტო კოდექსი.
|
თავი II ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 313.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00)
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები და პროგრამები ა} ბოლო დროს გახშირებული სტიქიური მოვლენების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და სპეციალური უნიფორმით უზრუნველყოფა და შენობაში კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის ხელშეწყობა. ბ)საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 2. საგანგებო სიტუაციების მართვა – 200 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01) ა} ბოლო დროს გახშირებული სტიქიური მოვლენების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და სპეციალური უნიფორმით უზრუნველყოფა. სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობაში კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის ხელშეწყობა. 3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა– 113.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 4. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია –845,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) ა)მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა)პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა. ასევე განხორციელდება ქალაქის რამდენიმე ქუჩის ნუმერაცია . 6. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) ა) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია., უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ასევე რეაბილიტაცია აუტარდება სასმელი წყლის ქსელს. 7. დასუფთავების ღონისძიებები აიპი დასუფთავება – 408.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) ა)მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სოფლის მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა. ასევე ხორციელდება ნაგავსაყელამდე დაზიანებული გზის რეაბილიტაცია. 8. მრავალბინიანი სახურავების რეაბილიტაცია – 20,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრმის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლეის სახურავებისრეაბილიტაცია 9. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების ხარჯი – 140.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) პოგრამის ფარგლებში ხორიელდება სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოწყობა რაც ხელს შეუწუობს მოსახლეობის წყალმომარაგებას 10.გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 30 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ა)მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ქუჩებზე არსებული ქსელის მოვლა შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. დამატებით განათდება მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე, ისლარი, ნებოძირი, ლეღვანი, უბისა, მოლითი. 11. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 146,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) ა)მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა. ბ)პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. 11.1 ქალაქის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა – 60,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03 01) დაგეგმილია ქალაქის სკვერების კეთილმოწყობა რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასვენებას და კულტურულ განვითარებას 11. 2 აიპი სასაფლაო მეურნეობა – 86,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03 02) ფინანსდება აიპი სასაფლაო მეურნეობა . 12. განათლება –500.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) ა)მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ბ) სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 13.სკოლამდელი განათლების დაფინანსება – 360.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) ა)მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა არის 590 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვზე საშუალო თვიური გადასახადი შეადგენს 0 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს და ასევე კვების ხარჯს მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. გაიხსნება ახალი ბაღი სოფელ ხევში და დაბის ხარაგაულის # 1 საბავშვო ბაღს დაემატება ერთი ჯგუფი, 14. აიპი ნორების – 100.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. სადაც ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, აქ მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას. 15. აიპი ინფორმატიკა– 40.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) 16. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები –1006,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 17. აიპი-სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი პროგრამული კოდი (050101) აიპი-სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებასა და აღზრდაში. 18. აიპი-სპორტ სკოლა. პროგრამული კოდი (050102) აიპი-სპორტ სკოლა ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებასა და აღზრდაში შექმნილია სხვადასხვა სპორტული წრეები სადაც 147 აღსაზრდელია. ტარდება სხვადასხვა შეჯიბრებები სარაიონო და სარაიონთაშორისო . 19. მინი სტადიონის რეაბილიტაცია პროგრამული კოდი (050103) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინი სტადიონების რეაბილიტაცია და მოწყობა რაც ხელს შეუწყობს სპორტული იმფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ასევე ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. 20. პროგრამული კოდი (050201) ხონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ისტორიული მნიშვნელობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 35,0 ათასი ლარი, რაც ხელშ შეუწყობს კულტურის სფეროში განვითარებას და ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 21. აიპი ბიბლიოთეკა.პროგრამული კოდი (050203) აიპი ბიბლიოტეკა ხელს უწყობს მოსახლეობის ინტელექტუალურ განვიტარებას. 22. აიპი სამუსიკო სკოლა. პროგრამული კოდი ( 050204) აიპი სამუსიკო სკოლა ხელს უწყობს ახალგაზრდობის კულტურულ განვითარებას შექმნილია წრეები ტარდება სხვადასხვა კონცერტები. 23. აიპი კულტურის ცენტრი .პროგრამული კოდი (050205) აიპი კულტურის ცენტღი . შექმნილია წრეები ასევე იდგმება სპექტაკლები რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კულტურულ ცხოვრეში აქტიურ განვითარებას. 24. აიპი ამხატვრო სკოლა.პროგრამული კოდი (050206) აიპი სამხატვრო სკოლა ხელს უწყობს სკოლისგარეშე აღსაზრდელების განვითარებას . 25. აიპი მუზეუმი.პროგრამული კოდი (050207) აიპი მუზეუმი ხელს უწყობს ისტორიული წყაროების მოძიებას შენახვასა და მოვლას.ისტორიული ექსპონატების გამოფენას. 26. საგამომცემლო საქმიანობა.პროგრამული კოდი (0503) ხელს უწყობს საგამომცემლო საქმიანობას 27. პროგრამული კოდი (0504) ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის აღზრდაში და ჯანსაღი ცხოვრები აქტიურ მონაწილეობას 28. ეპარქია და სახალხო დღესასწაული.პროგრამული კოდი ( 0505) ფინანსდება ხონის ეპარქია . 29. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 482.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 30. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 72.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
31 . სოციალური პროგრამები – 410.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) ა)პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას სასაჩუქრე პაკეტით. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 32. ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა.პროგრამული კოდი (060201) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახების დაცვასა და დახმარებას. 33. აიპი მადლიერების სახლიპროგრამული კოდი (060202) აიპი მადლიერების სახლი ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ასევე შეჭირვებული მოსახლეობის კვების უზრუნველყოფას. 34. უფასო სასადილო სათნოების სახლი.პროგრამული კოდი (060203) უფასო სასადილო სათნოების სახლი ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ასევე შეჭირვებული მოსახლეობის კვების უზრუნველყოფას. 35. ერთჯერადი დახმარება.პროგრამული კოდი (060204) ერთჯერადი დახმარება ეძლევა მუნიციპალიტეტის ყველა შეჭირვებულ მოსახლეს ერთჯერადად ფულადი სახით და ასევე სტიქიურად დაზარალებულ მოსახლეობას ვინც სტიქიის შედეგად დაკარგა საცხოვრებელი სახლეი. 36. სათბობი შეშით უზრუნველყოფა პროგრამული კოდი (060205) ამ პროგრამით გათვალისწინებულია სათბობი შეშით უზრუნველყოფა შეჭირვებული მოსახლეობის და ასევე დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისათვის. 37. ტელეფონის გადასახადი.პროგრამული კოდი( 060206) ამ პროგრამით ხორციელდება ვეტერანთა და მასთან გათანაბრებული პირთა ტელეფონის მომსახურეობის ხარჯის გადახდა 38. დაკრძალვის ხარჯი.პროგრამული კოდი ( 060207 ) ამ პროგრამით ხორციელდება დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი. ზემოაღნიშნული ღონიშძიებების განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტში შეიქმნა და იქმნება კეთილმოწყობილი გარემო და იმფრასტრუქტურა, რაც ასევე აუცილებელია მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის იერსახისთვის. კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა ასევე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სეზონური ტურისტებისა და დამსვენებელთა რაოდენობის ზრდას. ასევე აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, საახალწლო და სხვა კულტურული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები