დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016136 |
|
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ხონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხონი, მ. ხონელის ქ.№17) კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურში, სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 4 |
.დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
დანართი №1
|
თავი I ზოგადი დებულება |
მუხლი 1.
სახანძრო - სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
|
1. სახანძრო - სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები. |
მუხლი 2.
სახანძრო - სამაშველო სამსახურში, მოსამსახურეების სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები |
|
მუხლი 3.
სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემედგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობანი
|
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ჩამონათვალი მტკიცდება დადგენილი წესის შესაბამისად (თანამდებობათა ჩამონათვალი დებულებას თან ერთვის. |
მუხლი 4.
სახანძრო - სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება |
1. სახანძრო - სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის:
ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. სამსახურის ძირითადი შემადგენლობის დაწყებით მომზადებას ახორციელებს სახანძრო - სამაშველო სამსახურები, ხოლო სამსახურის პირადი შემადგენლობის შემდგომ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას საქართველოს შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. |
თავი II სახანძრო - სამაშველო სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება
|
მუხლი 5.
სახანძრო - სამაშველო სამსახურში, მიღების წესი |
1. სახანძრო -სამაშველო სამსახურში, სამუშაოდ მიიღება 18 წლიდან ასაკის საქართველოს მოქალაქე (ზოგიერთი კატეგორიის გარდა), რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო დაცვის სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გაწვევის ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სახანძრო - სამაშველო სამსახურში, მოსამსახურეთა თანამდებობებზე სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 4. სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება გამგებლის მიერ. |
მუხლი 6.
შეზღუდვები სახანძრო -სამაშველო სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
|
1. სახანძრო- სამაშველო სამსახურში, არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
|
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა. |
მუხლი 7.
სახანძრო - სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა
|
სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითების, მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამისილების შესრულებას. |
მუხლი 8.
სახანძრო - სამაშველო სამსახურის, უფროსის სამსახურებრივი მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
|
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:
ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფერხებაში; დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას; ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობის პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებულ ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის. |
თავი IV
სახანძრო - სამაშველო სამსახურში
სამსახურის გავლის პირობები |
მუხლი 9.
სახანძრო -სამაშველო სამსახურში სამუშაო დროის ხანგრძლივობა
|
1. სახანძრო - სამაშველო სამსახურში მოსამსახურეებისათვის დადგენილია ორმოც საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისათვის არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სახანძრო - სამაშველო სამსახურის ცვლებში მომუშავე მომსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად. |
მუხლი 10.
სახანძრო - სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულება |
სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ .
|
თავი V
სახანძრო - სამაშველო სამსახურში
სამსახურიდან გათავისუფლება |
მუხლი 11.
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები |
სახანძრო - სამაშველო სამსახურში, მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები