დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2013 - 26/02/2014)
|
სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ,, ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჯ,, ქვეპუნქტისა ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ,, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის № 603 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ხონის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №6 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
ქ. ხონში სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფე–რენცირებულია ქ. ხონში ზონირების შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=l X l XCXK სადაც MG TL ა. Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. ბ. l არის ქ. ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42–ს. MG გ. l არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: TL გ.ა.) ცენტრალური ზონისთვის – 1,2–ს გ.ბ) შუალედური ზონისათვის –1–ს; გ.გ.) პერიფერიული ზონისათვის –0,8–ს; დ). C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24–ს; ვ).K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 30-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ხონში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||
3.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %–ს ოდენობით და იგი შეადგენს 1,51 ლარს. |
4.
ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის, სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %–ს ოდენობით და იგი შეადგენს 0,75 ლარს. |
5.
ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ,,საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №544 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,51 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. |
დანართი №2
|
| |||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები