დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/8 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016157 |
4/8
27/02/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
210020010.35.111.016157
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
|
,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში (სსმ 62, 10/12/2010 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016019) ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ კერძოდ: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი " |
2.
პირველ მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.“ |
3.
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“ |
| მუხლი 2 |
1.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები