„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016035
3
27/02/2013
ვებგვერდი, 28/02/2013
010240010.32.061.016035
„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 3

2013  წლის  27 თებერვალი

ქ. თბილისი

„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

            მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 27/01/2012, 010240010.32.061.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

            1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            ,,მუხლი 8

            1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, მათ შორის ერთ–ერთი პირველი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.

           2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.

           3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.’’.

           2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,გ’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           ,,გ’’ წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახური.

           3.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ე.ა’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

           4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტი:

           ,,დ.ა) წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული განყოფილება.’’.

           5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ვ.ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           ,,ვ.ა) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილება.

           6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           ,,3. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს:

           ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას;

           ბ) დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში  სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;

          გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ  ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას.’’.

           მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის  01 მარტიდან.

 

                აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

                მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის

                შემსრულებელი                                                                                        თამაზ კვარაცხელია