დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2019 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20(27), 09/06/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.000.000.05.001.000.553 |
საქართველოს კანონი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. საქმიანობა კულტურის სფეროში
კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, მისი განვითარების კოორდინაციისა და ამ მიზნით სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფისათვის ამ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობით დაკავებულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო აღრიცხვას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი
№2019-IIს
დოკუმენტის კომენტარები