დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №896 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.034.016168 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №896 ბრძანებაში და ბრძანებით (ვებგვერდი, 16/11/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016143) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები:
|
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება.“. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. მუხლი 2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები თავისი საქმიანობის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.“. |
5.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები“. |
6.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
7.
მე-3 მუხლს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა;“. |
8.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა“. |
9.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადმინისტრაციის დირექტორი 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ადმინისტრაციის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ადმინისტრაციის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას ადმინისტრაციის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად; კ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან; ლ) შუამდგომლობს მინისტრთან ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; მ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას; ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; პ) მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას; ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები 1. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ადმინისტრაციის დირექტორის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან ადმინისტრაციის დირექტორის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 3. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი. 4. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. |
10.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) იურიდიული სამმართველო; ბ) პროტოკოლის სამმართველო; გ) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველო; დ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (კანცელარია); ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება); ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური.“. |
11.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თავისი ამოცანების შესასრულებლად ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;“. |
12.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების VI თავი ამოღებულ იქნეს. |
13.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზაცია, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის დირექტორის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის;“. |
14.
ბრძანებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს X თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური მუხლი 13. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის კომპეტენცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის კომპეტენციაა: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მის შესრულებაზე კონტროლი; გ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებისათვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა; დ) მოქალაქეთა და ცალკეული ორგანიზაციებისაგან მიღებული რეკომენდაციების დამუშავება და ანალიზი; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევით არსებული პრობლემების გამოკვეთა, იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით ერთიანი პრაქტიკის დანერგვა; ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებული თანამშრომლობა, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები