ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016061
5
27/02/2013
ვებგვერდი, 01/03/2013
010260020.35.140.016061
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                               

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 27 თებერვალი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   შევიდეს  ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №10  დადგენილებაში (ს/კოდი ო10260020.35.140.016013  13/04/2011), კერძოდ: დადგენილების დანართის მე-2  მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს  ,,ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;

ბ) ეკონომიკური განვითარებისა  და სტატისტიკის ქვედანაყოფი;

გ) მუნიციპალიტეტის საპროექტო, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების ქვედანაყოფი;

დ) მუნიციპალიტეტის არქმშენინსპექციისა და სახარჯთაღრიცხვო მუშაობის  ქვედანაყოფი;

ე) მიწათმოწყობის საკითხების ქვედანაყოფი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და საქმისწარმოების ორგანიზების  საკითხების ქვედანაყოფი.

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და წყალმომარაგებით  უზრუნველყოფის საკითხების ქვედანაყოფი;

თ) ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის დარგის მართვის  ქვედანაყოფი;

მუხლი 2
ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,, ბ) ეკონომიკის განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში:

- ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;

- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

- ახდენს სხვადასხვა სტატისტიკური ინფორამციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზს;

- ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე