დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.165.016074 |
|
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა 6138,1 ათ. ლარის ოდენობით. შემოსულობების ნაწილში 6138.1 ათ. ლარის ოდენობით, მ.შ. გადასახადები – 1605,0 ათ. ლარი; გრანტი – 2860.7 ათ. ლარი, სხვა შემოსავლები – 1062.3 ათ. ლარი, ფინანსური აქტივების კლება – 460,1 ათ. ლარი, არაფინანსური აქტივების კლება – 150,0 ათ. ლარი. გადასახდელების ნაწილში განისაზღვროს – 6138,1 ათ. ლარი. |
2.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის № 25 დადგენილების დანართი №1, №2,№3 ჩამოყალიბდეს №1, №2, №3 დანართების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
თავი I საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5528.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2860,7 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1062,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5807.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 180.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 330.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 460.1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 460.1 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 460.1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -9.6 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შექმნილი სარეზერვო ფონდი შემცირდა 22.5 ათასი ლარის ოდენობით, განისაზღვრა 27.5 ათ. ლარის ოდენობით, რომლის ხარჯვაც ხორციელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ და გამოყოფს საფინანსო ორგანო. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 200 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 75.0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 117 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8.0 ათასი ლარი. |
2.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
დანართი №2
|
თავი I საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა;პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება; სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება; არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის გაგრძელება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვა. მათი შესწავლის უზრუნველყოფა; ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური მუშაობა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სახანძრო-სამაშველო ოპერატიული სამსახურის შემთხვევებზე რეაგირების დროის შემცირაბა 10%-ით. წინა წლებთან შედარებით უბედური შემთხვევების (მათ შორის, გარდაცვლილთა) შემცირება 20%-ით. წინა წლებთან შედარებით დამწვარი ფართობების შემცირება 20%-ით. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; რეზერვისტთა გაწვევის გაუმჯობესება; თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა.
შედეგების საბოლოო შეფასება: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გეგმის 100%-ით შესრულება; მობილიზებული რეზერვისტების 100 % შესრულება. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი მოვლა-შენახვა, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება გზების მოასფალტებას და ორმოულ შეკეთებას და სასოფლო გზების მოხრეშვა, ტროტუარების რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების და ქსელის სისტემის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის ქსელის მომსახურების, გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციის, ხევების ნაპირების გამაგრებას და მისი ნატანებისაგან გაწმენდას, ქალაქის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერები, ბაღების მოვლა-პატრონობას, მეტეოროლოგიური სადგურის მომსახურე პერსონალისთვის ხელფასის გადახდა, სპორტული დარბაზების და სპორტული მოედნების მოწყობა, სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაციას. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ასევე ახალი და შიდაგზების რეაბილიტაცია; საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვთ შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელების და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა, ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; მოწესრიგებული სავალი ნაწილი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; ქუჩების განტვირთვა ჭარბი სატრანსპორტო ნაკადისაგან; სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: რეაბილიტირებული გზების ზრდა 40 %-ით ახალი საფარით დაფარული გზების მატება 30 %-ით; |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-
რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა (პროგრმული კოდი03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალა ქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და ქსელის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა და დამცავი ჯებირების მშენებლობა. |
ბ.ა)
ბინათმშენებლობა
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ საგარეჯოში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების შეკეთება, |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია და მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი( 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებულ წყალმომარეგების ქსელის მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, შიდასაუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა-დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით; წყლის საანალიზო სინჯების აღება, არსებულ სანიტარიულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით. |
ბ.გ)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქუჩების განათება, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი წერტილების მოწყობა, ისტორიულ ძეგლებზე და მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავ ადგილებში მინათებების მოწყობა. |
ბ.დ)
დასუფთავების ღონისძიებები პროგრამული კოდი (03 02 01)
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სანიტარიული მგდომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს 42 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ ორ დღეში ერთხელ, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა-დასუფთავება; ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, ნაგავსაყრელის მოვლა-შენახვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა-პატრონობა. უმეთვალყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის სამუშაოები.
|
ბ.ე)
სანიაღვრე არხების მშენებლობა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტები თოვლის დნობის ან ძლიერი წვიმების დროს ჭარბ წყალს ვერ იტევს, კალაპოტიდან გადმოდის და მოსახლეობის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთებს ტბორავს. ხშირია შემთხვევა წყლის ცენტრალურ გზაზე გადასვლის, რაც ხელს უშლის კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილებას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მრავალსართულიანი შენობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; სუფთა და უსაფრთხო გარემო; დასახლებული ტერიტორიების წყალმომარაგების მიწოდების გაუმჯობესება; მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება; ფეხით მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებებისთვის უსაფრთხო გადაადგილება; კრიმინოგენური ფაქტორების შემცირება; მაწანწალა და უმეთვალყუროდ დარჩენილი ცხოველების რაოდენობის შემცირება.
შედეგების შეფასების ინდიკატორი: რეაბირიტირებული საცოვრებელი ფართობი გაიზრდება %-ით; რეაბილიტირებული ფასადების ფართობის ზრდა %-ით; მაწანწალა ძაღლებისაგან დაკბენილი მოსახლეობის შემცირება; განათებული ფართობების ზრდა %-ით; დასატბორი ფართობის შემცირება %-ით; სასმელი წყლის ქსელის შენარჩუნება. |
3.
კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მინი სტადიონების მოწყობა, მოვლა-შენახვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულბი სკვერების, გაზონების მოვლა-პატრონობა, ხე მცენერეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ახალი სკვერების მოწყობა, |
ა)
სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01)
მოსახლეობასი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი სპორტული მოედნების მოწყობას და არსებული სპორტული მოედნების და სპორტდარბაზების მოვლა შენახვას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება არსებული სპორტული დარბაზების და მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. |
ბ)
სკვერების, ბაღების მოვლა- შენახვა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა–პატრონობა, ხე და მცენარეების, ბუჩქების და ყვავილების შეძენა, სანაგვე ურნების, საბაღე სკამების აღდგენა, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, გარე განათებების მოწესრიგება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქის იერსახის გალამაზება და რეაბირიტირებული რეკრეაციული ზონა მოსახლეობის უსაფრთხო გარემო
შედეგების შეფასების ინდიკატორი: გამწვანებული ფართობების ზრდა %-ით; სპორტული მოედნების ზრდა
|
4.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განთასებულია 26 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც სწავლობს 1065 აღსაზრდელი, 2013 წელს დაწესებულებების შენახვაზე გამოყოფილია 1075.2 ათასი ლარი, საიდანაც კვების თანხაზე მიიმართება 245 ათასი ლარი, სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა, ერთი ბავშის კვება დღეში 2 ლარი და 20 თეთრიდან, საიდანაც მშობელთა შენატანებით ( ერთ ბავშვზე თვეში 10 ლარი) იფარება 70 თეთრი, პროექტის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა კვების ხარისხის ამაღლება, ასევე მოსაწესრიგებელია სკოლამდელი დაწესებულებების შენობები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ზოგადი და პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
|
ა)
სკოლამდელი განათლება(პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის დასახელება: სკოლამდელი სააღმზრდელო განვითარების პროგრამა (პროგრამული კოდი 0401)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა ,,სკოლამდელი აღზრდის პროგრამის“ შესაბამისად, ანუ შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა, ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება,
მოსალოდნელი შუალედური შედეგი: საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა; საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა მოტივიზაციის გაზრდა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის პროცესში
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: აღსაზრდელთა და მშობელთა კმაყოფილობის ზრდა; აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდა %-ით;
|
ბ)
პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)
პროგრამა ითვალისწინებს ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკურ-სულიერ აღზრდას, მოახდინოს მათი მხატრულ-შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, ასევე ხელი შეუწყოს არაქართველი მოსახლეობის ქართული ენის შესწავლას. |
ბ.ა)
საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03 01)
პროგრამა ითვალისწინებსხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკურ სულიერ აღზრდას, მოახდინოს მათი მხატრულ-შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება; |
ბ.ბ)
არაქართულ სოფლებში ქართული ენის წრის ხარჯები
(პროგრამული კოდი 04 03 02) პროგრამა ითვალისწინებს არაქართველი მოსახლეობის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობას
მოსალოდნელი შუალედური შედეგი: საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა; საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა მოტივიზაციის გაზრდა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის პროცესში; განათლებული მომავალი თაობის აღზრდა; ქართული ენის პოპულარიზაცია.
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: აღსაზრდელთა და მშობელთა კმაყოფილობის ზრდა; აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდა %-ით; რესპუბლიკურ ტურებში გამარჯვებული მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა; ინტეგრირებული არაქართველი მოსახლეობა. |
5.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
(პროგრამული კოდი 05 00) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და ფინანსური მხარდაჭერა; სპორტის სხვადასხვა სახის (ფეხბურთის, ცურვა, თავისუფალი ჭიდაობ, ძიუდო, მძლეოსნობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი) განვითარების პოპულარიზაცია. სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. |
ა)
სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრაამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; 2013 წლის განმავლობაში დაფინანსდება აიპ ,,საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ (სადაც ფუნქციონირებს ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, მძეოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის, რაგბის სექციები) და აიპ საგარეჯოს 105 კომპლექსური სპორტსკოლის ხარჯები. აიპ ,,საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ სექციებში ჯანმრთელობას იკაჟებს 165 მოსწავლე სპორტსკოლებში სწავლა უფასოა გარდა ცურვის სექციისა. სპორტულ სკოლებში დასაქმებულია მწვრთნელები, რომელიც ემსახურება ბავშვის აღზრდას.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ბავშვების და მოზარდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმა; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; სპორტის სხვადასხვა სახეობებში ადგილობრივ და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა;
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობის ზრდა; სპორტის ადგილობრივ, რესპუბლიკურ და სართაშორისო სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობის ზრდა; |
ბ)
პროგრამა – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება თანამედრვე ლიტერატურით, ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრის რეპერტუარის განახლება; კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სეზონზე ახალი სპექტაკლების ზრდა; მოსახლეობისათვის განახლებული სერვისის შეთავაზება და მკითხველთა დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა; მუზეუმების პოპულარიზაციის გაზრდილი დონე – ექსპოზიციები; გამოფენები, გზამკვლევები; საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა.
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: ახალი სპექტაკლების რაოდენობა; თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული მაყურებლის ზრდა; ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებების ზრდა; მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა;
|
გ)
პროგრამა – სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა; სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო. სავიოლიო, ვოკალური. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა; მოსწავლეთათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება; მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული წარმატებული მოსწავლეები. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსები, ღია გაკვეთილები, კონცერტები; |
დ)
პროგრამა – ახალგაზრდული ღონისძიებები, (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში ჩატარდება არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა)შემოქმედებითი ახალგაზრდების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა) ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელსეწყობა; ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში) და სხვა ღონისძიებები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ახალგაზრდობის მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; ინტელექტუალური დონის ამაღლება; თვისობრივად და ხარისხიანად განხორციელებული ღონისძიებები;
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების ზრდა; საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდები; ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა;
|
ე)
პროგრამა – საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის კანონის შესაბამისად ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოებისა და პარტნიორების ინტერესებს. შპს-ს ძირითადი მიზანია ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება და მოსახლეობის ინფორმირება რაიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების მოსახლეობისათვის გაცნობა. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: ინფორმირებული მოსახლეობა. |
6.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს ექიმთა დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასზე დანამატის გაცემა, ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობის დაზუსტება და მათი უფასო კვება, საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალურ დაცვას,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანთა დაფასება და გარდაცვლილ ოჯახებზე გაწეული დამარებას, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლებიდან მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა თვის მედიკამენტებით, და ფულადი ფორმით შემწეობების და ფინანსური დახმარების გაწევას. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება. სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაწესება მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის საშიში ინფექციური დაავადების შემცირება და ეპიდზედამხდველობის გაუმჯობესება მართვადი ინფექციების გავრცელების შეზღუდვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების ადგილზე გაწევა
შედეგების შეფასების კრიტერიუმი: %-ით; ეპიდემიოლოგიური დაავადების შემცირება %-ით; პროფილაქტიკური აცრების შესახებ ინფორმირებული მოსახლეობის ზრდა; დახმარებულ ბენეფიციართა რაოდენობა; მოსახლეობის კმაყოფილების დონის ამაღლება; საშიში დაავადებების ავადობის მაჩვენებელის შემცირება. |
ბ)
სოციალური პროგრამები (06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ომის მონაწილეთა დახმარების და სარიტუალო ხარჯები
(პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ომის ვეტერანთა ღვაწლის დაფასების მიზნით სხვადასხვა ღონის ძიებების ჩატარება და მათი დახმარება; გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დახმარების გაწევა 250 ლარის ოდენობით. |
ბ.ბ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02)
არამდგრადი შრომის ბაზარი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური და ყოფაცხოვრების პირობების დინამიკური განუვითარებლობა, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი, ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო 220 ბენეფიციარზე. |
ბ.გ)
სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 03)
პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია). |
ბ.დ)
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა
( პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთათვის მედიკამენტებით, და ფულადი ფორმით შემწეობების და ფინანსური დახმარების გაწევას; |
ბ.ე)
ხანდახმულთა ცენტრის პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება; ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: წარმატებული სოციალური პროექტების ზრდა 20 %-ით; სოციალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 5 %-ით. |
დანართი №3 |
თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები