დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017204 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2013 - 19/09/2013)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ყველა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და დანართი №1-ით განსაზღვრულმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირებმა მათი ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, №2-№6 დანართების მიხედვით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ რელიგიურ ორგანიზაციებს ან მარეგულირებელ კომისიებს.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, გარდა საჯარო სკოლებისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი ბიუჯეტების 2013 წლის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, №2-№5 დანართების მიხედვით, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – წლის დამთავრებიდან 45 დღეში, №2-№6 დანართების მიხედვით. |
| მუხლი 4 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინოს რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების 6 თვის ნაერთი ანგარიშები, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 20 დღეში, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – წლის დამთავრებიდან 2 თვეში, ამ დადგენილების №2-№5 დანართების მიხედვით. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი №1
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ნუსხა, რომლებმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ანგარიშები ა(ა)იპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ა(ა)იპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ ა(ა)იპ – რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ა(ა)იპ–თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ა(ა)იპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ა(ა)იპ–თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დანართი №2
შენიშვნა: შემოსავლებში არ უნდა აისახოს არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლებით, აგრეთვე ვალდებულებების ზრდით მიღებული სახსრები. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა --------------------------------------------- დანართი №3
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------------------------------------------------- დანართი №4
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------------------------------------------------- დანართი №5
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------------------------------------- დანართი N6 ინფორმაცია სესხად აღებული ვალდებულებების შესახებ
შენიშვნები: 1. თანხა ვალუტაში – მიეთითება სესხის მოცულობა იმ ვალუტაში, რა ვალუტითაც მოხდა მისი გაცემა, ლარის გრაფაში _ მიეთითება შესაბამისი ვალუტის ეკვივალენტი ლარში, ინფორმაციის წარმოდგენის დღისთვის არსებული კურსით 2. სესხების შესახებ მთლიანი მოცულობა – წარმოდგენილი უნდა იქნეს ჯამური მონაცემები ყველა იმ ვალუტის მიხედვით, რა ვალუტაშიც აქვს ორგანიზაციას სესხი აღებული და ამ ჯამური მოცულობების ეკვივალენტური ოდენობები ლარში ჯამდება „თანხა ლარში“ სვეტის ბოლოს 3. გრაფიკში წარმოდგენილი უნდა იყოს სესხის გამცემისადმი არსებული ვალდებულებების დაფარვის მოცულობების მონაცემები ყოველწლიურად, ვალის სრულად დაფარვამდე 4. მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც ხორციელდება სესხის ძირითადი ნაწილის და მისი მომსახურების ხარჯების (პროცენტი) დაფარვა 5. დანართებში თანხობრივი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------------------------------------------------- | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები