დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370160000.35.165.016077 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2013 - 28/02/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22
-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ' ქვეპუნქტის შესაბამისად
, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქ. საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე. დანართი №3-ის შესაბამისად; |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №5 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 |
| ||||||||||||||
დანართი №2 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
| მუხლი 1 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K |
1.
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
2.
IMG
არის ქ. საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს;
|
3.
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: |
ა)
ცენტრალური ზონისათვის – 1.3-ს; |
ბ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს; |
გ)
პერიფერიული ზონისათვის – 0.7-ს. |
4.
C
არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
|
5.
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 75-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს: |
1.
ქ. საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ცენტრალური ზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
|
2.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,16 ლარს.
|
3.
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.35 ლარს. |
4.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.70 ლარს.
|
დანართი №3 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ
-ზე |
| მუხლი 1 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე საიჯარო ქირა დიფერენცირებულია ქ.საგარეჯოს ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით CN=IMGX ITLXCXK, სადაც: |
1.
CN
არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა;
|
2.
IMG
არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3
-ს;
|
3.
ITL
არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
|
ა)
ცენტრალური ზონისათვის – 1,3
-ს;
|
ბ)
შუალედური ზონისათვის – 1
-ს;
|
გ)
პერიფერიული ზონისათვის – 0,7
-ს.
|
4.
C
არის არსებული არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს
;
|
5.
K
არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე
-3 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.
|
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის საიჯარო ქირა 1კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დადგინდეს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები