დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამონაწერი სს „პოლიგრაფისტი“-ს სასამართლო სხდომის ოქმიდან | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ამონაწერი
სასამართლო სხდომის ოქმიდან
2013 წლის 16 თებერვალი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ლალი ტურავა
კრების თავმჯდომარე აცხადებს: იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ სს „პოლიგრაფისტის ” მიმართ გახსნილ გადახდისუუნარობის საქმეზე მოხდეს მომრიგებელი საბჭოს შექმნა, რისთვისაც სავალდებულოა მომრიგებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარმოდგენა და შემდგომ მათი არჩევა, რაც დღევანდელ კრებაზე შეუძლებელია, რადგან არ არის დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი საბოლოო სახით, განსახილველია რიგი კრედიტორთა მოთხოვნებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორთა კრება უნდა გადაიდოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 . სს „პოლიგრაფისტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს.
2. კრედიტორთა კრება ჩაინიშნოს 2013 წლის 5 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები