დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.122.016138 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.122.000094. 06/08/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1, დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური. ბ) საფინანსო სამსახური. გ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური. ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“ 2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-13 მუხლის 81 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს - ოთარ ჩიტაიშვილს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები