დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.122.016136 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებით (სსმ, 7, 06/08/2010/. 010250040.35.122.000091) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 47-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით“. 2. დებულების 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნება 1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებ-გვერდზე „www@tskaltubo.ge“ ან/და საკრებულოს სტენდზე, ერთიდაიმავე დღეს. 2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება ვებგვერდზე, ხოლო საკრებულოს სტენდზე ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში. 3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად ვებგვერდზე ან/და საკრებულოს სტენდზე, ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად; კომისიაში პროექტის განხილვის ვადები; კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი; პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო; საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და მოსაზრებების წარდგენის ვადა. 4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge., ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებ-გვერდზე „www@tskaltubo.ge“ ან/და საკრებულოს სტენდზე. 5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება ვებ-გვერდზე www@tskaltubo.ge ან/და საკრებულოს სტენდზე ერთიდაიმავე დღეს“. 3. დებულების 135 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც“. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – ზაზა მეტრეველს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები