,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016156
8
21/02/2013
ვებგვერდი, 01/03/2013
010260020.35.114.016156
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2013 წლის 21 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის უფროსი;

2. გამგებლის თანაშემწე;

3. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება;

4. ადამინაური რესურსების მართვის განყოფილება;

5. სპეციალისტები;

6. მდივან-რეფერენტი“

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა გამგებლის დავალებით ეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) შეიმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებები და განახორციელოს კადრების მართვისა და საკადრო რესურსების განვითარების საერთო მონიტორინგი“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები“.

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,ქ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკადრო პოლიტიკის შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავებას, კადრების მართვისა და საკადრო რესურსების განვითარების საერთო მონიტორინგს“.

მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე