დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-122/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 01/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-122/ო
2013 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. გაიცეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია შემდეგ დაწესებულებაზე: – შპს ,,უნიმედი აჭარა“ , მისამართი: დაბა ქედა, რუსთაველის ქ. №14 .
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,უნიმედი აჭარას“ დირექტორის ლაშა მდივანის განცხადება №107355, 21.12.2012 წ .; ადგილზე შემოწმების აქტი №9 , 29.01.2013 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №2 , 31.01.2013 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები