დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016123 |
|
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 4 აგვისტოს №12 დადგენილებაში (სსმ, ნაწილი V, 13, 18/08/2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურის სტრუქტურა ა) სამსახურის უფროსი; ბ) ბიუჯეტის, დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ.ა) განყოფილების უფროსი; ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვის და ფორმირების საკითხებში; ბ.გ)მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის შესრულების ანალიზის საკითხებში; გ) სახაზინო მომსახურების განყოფილება; გ.ა) განყოფილების უფროსი; გ.ბ) მთავარი სპეციალისტი ხაზინის მომსახურების საკითხებში; გ.გ) მთავარი სპეციალისტი ხაზინის მომსახურების საკითხებში; დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; დ.ა) განყოფილების უფროსი; დ.ბ) მთავარი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებში; დ.გ) მთავარი სპეციალისტი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის საკითხებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები