განჩინება სს „დასავენებელი სახლი ნარინჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება სს „დასავენებელი სახლი ნარინჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1438
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/02/2013
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1438
18/02/2013
ვებგვერდი, 22/02/2013
განჩინება სს „დასავენებელი სახლი ნარინჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე2/1438

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი 18 თებერვალი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

 ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/1438 სამოქალაქო საქმე სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.

 2012 წლის 15 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიში და ქონების არარსებობის მოტივით გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს სს ,,დასავენებლი სახლი ნარინჯის’’ კრედიტორთა კრება 2013 წლის 28 თებერვალს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).

3.    განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge. სს ,,დასასვენებლი სახლი ნარინჯის’’ მეურვეს დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,   კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  მოსამართლე                                                                          გენადი მაკარიძე