საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016756
112
20/02/2013
ვებგვერდი, 21/02/2013
480140000.08.002.016756
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №112

2013 წლის 20 თებერვალი

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2013 წლის 7 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი