დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.118.016088 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
07
21/02/2013
ვებგვერდი, 26/02/2013
370020000.35.118.016088
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2013 - 29/11/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №04 დადგენილება ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
|
1.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn=ImgxItlxCxK; |
ა)
Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
Img – არის ქ. ონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით; |
გ)
Itl – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც იცვლება 0.9-დან 1.1-მდე. (ქ. ონისათვის აღნიშნული ინდექსი განისაზღვროს 1.0-ის ოდენობით; |
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; |
ე)
K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს (K განისაზღვრება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და აღებულია 74.4-ის ოდენობით).
შენიშვნა: ვინაიდან ქ. ონის მოსახლეობა არ აღემატება 10 000 კაცს, ქალაქის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდებული ზონირება. შესაბამისად, Itl უდრის 1-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5.0 ლარით და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე – 0.5 ლარით. |
3.
ონის მუნიციპალიტეტში არსებულ დასახლებებში (სოფლები) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 50%-ით და შესაბამისად შეადგინოს: |
ა)
ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი; |
ბ)
წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი. |
4.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს მე-2 პუნქტში მითითებული მაჩვენებლების 25%-ით და შესაბამისად შეადგინოს: |
ა)
ნორმატიული ფასი – 1,25 ლარი; |
ბ)
წლიური საიჯარო ქირა – 0.13 ლარი. |
5.
,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის საზღვარი) (შ-16), გუფთა-ონის გზა (შ-25) და საგლოლო-ჭიორა-ღების (შ-121)) 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით: |
ა)
ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი; |
ბ)
წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები