„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 06.13.174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 19/02/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.016144
06.13.174
19/02/2013
ვებგვერდი, 21/02/2013
300320000.37.101.016144
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 
ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №06.13.174

2013 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში  (სსმ, გვ.6, 01.07.2010წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განმსაზღვრელი წესის“:

1. 61 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.  აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას,  არა უგვიანეს შედეგების გაუქმებიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-64 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე